ფანდურა - გუდანის ჯვარი - Georgian - Music - ფაილები - Georgian Music - ქართული სიმღერები
შაბათი, 2016-12-10, 11:18 PM
მოგესალმები stumari | RSS

Georgian Music

ფაილები

მთავარი » ფაილები » Music » Georgian

ფანდურა - გუდანის ჯვარი

[ ]
2010-03-11, 3:25 AM




მუცოს გოდება


სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია
ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს...

'' -მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მისაპია,
იმედი ხომ მერქვა მუცოს.

ძე ღვთისაო და მარიამ!
მტერი, მოყვარე, მთავარია,
ჩემთან არცერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო!"

ნეტავ, რა ხმა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაჰბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო.

სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
წარსული თავზედ უწყევლელი:
" - ქართლს მტერი ეყოლება ნურცო!"

ასე ურღვევი და ურყეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.

სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.

აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია,
ბეჭებგაბზარული მუცო.

მის:
არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია
შენს კარზედ აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია

დიდია გუდანის ჯვარი
თანაც ბევრი ყავს ყმანია
მის კარზედ შემოვკრებილვართ
ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია

ბოლოში
გამათიბე ჩემო ცელოო,
ქადას გამოგიცხობენო
ქუჩნი ჩამამცდეს წკმუტუნითაო,
ცხენის ნალებით დატუქსვილნიო


ესეც იგივე სიმღერის კიდევ ერთი შესანიშნავი შესრულება:


კატეგორია: Georgian | დაამატა: okili | ტეგები: ფანდურა, გუდანის ჯვარი, gudanis jvari, fandura
ნანახია: 4901 | რამოტვირთვები: 2 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
3  
ესეც მესამე ვარიანტი:
http://www.youtube.com/watch?v=oWsIqkQaMII

2  
dzaan magari simgeraa.magrad mgeris.

1  
sagool dzma genacvale

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Georgian [13]
qartuli simgerebi
Russian [1]
rusuli simgerebi
English [0]
inglisuri
Other [1]
sxva
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ჯობია?
სულ 581 პასუხი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
წევრები: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები