მუცოს გოდება სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია
ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს...
'' -მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მისაპია,
იმედი ხომ მერქვა მუცოს.
ძე ღვთისაო და მარიამ!
მტერი, მოყვარე, მთავარია,
ჩემთან არცერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო!"
ნეტავ, რა ხმა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაჰბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
წარსული თავზედ უწყევლელი:
" - ქართლს მტერი ეყოლება ნურცო!"
ასე ურღვევი და ურყეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია,
ბეჭებგაბზარული მუცო.
მის: არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია
შენს კარზედ აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი
თანაც ბევრი ყავს ყმანია
მის კარზედ შემოვკრებილვართ
ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია
ბოლოშიგამათიბე ჩემო ცელოო,
ქადას გამოგიცხობენო
ქუჩნი ჩამამცდეს წკმუტუნითაო,
ცხენის ნალებით დატუქსვილნიო