ოთხშაბათი, 2024-05-01, 5:11 AM
მოგესალმები stumari | RSS

Georgian Music

მთავარი » 2007 » მაისი » 11 » Car Brands - Logos and History
0:57 AM
Car Brands - Logos and History


ეს არის ავტომობილების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ემბლემათა ნაკრები.
5.78MB | Fast.ge | Pass: okili

ახლა დავწერ რამოდენიმე კომპანიის და მისი ლოგოს წარმოშობის შესახებ.


BMW-ს სახელწოდება წამოსულია Bayerische Motoren Werke-დან, რაც გერმანულად ბავარიული მანქანების ქარხანას ნიშნავს. კომპანია დაარსდა 1913 წელს გერმანიის ქალაქ მიუნხენში. მან დაიწყო როგორც აერო ძრავების მწარმოებელმა, ამასთანაა დაკავშირებული მისი ლოგოც. ლოგო შედგება წრეწირით შემოსაზღვრული ოთხი კვადრატისაგან, რომელთაგან ორი თეთრია, ორი კი ლურჯი. ის არის თვითმფრინავის თეთრი პროპელერის გამოსახულება, რომელიც ტრიალებს სუფთა ლურჯი ცის ფონზე. ის უკავშირდება "ბე ემ ვე"-ს წარმოშობას, როგორც სამხედრო თვითმფრინავების ძრავების მწარმოებელი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. ასევე თეთრი და ლურჯი არიან ბავარიის ტრადიციული ფერები.


Audi-ს ემბლემა - ოთხი რგოლი, არის ერთ-ერთი უძველესი ლოგო გერმანელ მანქანის მწარმოებლებს შორის. იგი წარმოადგენს 1932 წელს ოთხი ძრავიანი ტრანსპორტის მწარმოებელი კომპანიის: Audi-ს, DKW-ის, Horch-ის და Wanderer-ის გაერთიანების სიმბოლოს. მათ შორის პირველი August Horch-ის მიერ დაარსებული Horch-ი იყო, "hoerch" ქართულად ითარგმნება როგორც "მოსმენა", ხოლო ლათინურად როგორც - Audi(!). სწორედ აქედანაა ბრენდის შემდგომი სახელიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აუდის წარმოება შეწყდა. მაგრამ 1965 წელს კვლავ აღდგა თავისი ოთხრგოლიანი ლოგოთი. 1969 წელს ამ ოთხეულს NSU-ც მიემატა. მას შემდეგ აუდი კიდევ გაძლიერდა და მოვიდა ისეთ სახემდე როგორიც დღესაა.


Mercedes-Benz-ის ემბლემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ის არის მარტივი სამქიმიანი ვარსკვლავი, რაც ასახავს დომინირებას მიწაზე, წყალსა და ჰაერში. ეს ვარსკვლავი მოფიქრებულია Gottlieb Daimler-ის მიერ, რათა ეჩვენებინა მისი მანქანის ხმელეთზე, წყალსა და ჰაერში გამოყენების შესაძლებლობა. იგი თავიდან გამოსახული იყო დაიმლერზე 1909 წელს, ხოლო 1926 წელს იგი გაერთიანდა Benz-ის დაფნის გვირგვინთან (რგოლი გარშემო), რათა აესახა ორი ფირმის გაერთიანება. მერსედესი მსოფლიოს ერთერთი უძველესი ავტომობილების მწარმოებელია.


Rolls Royce-ს ლოგო რომელიც შედგება, ორი თუ ორმაგი R-ისგან, ნათელია რომ დაკავშირებულია Rolls-თან და Royce-სთან, კომპანიის ორ დამაარსებელთან. ლოგოს დიზაინში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ბრენდის სახელი იმდენად ძლიერია, რომ იგი განსაკუთრებული ჩანს.
1884 წელს Frederick Henry Royce-მა დაიწყო ელექტრო და მექანიკური ბიზნესი. მან შექმნა თავისი პირველი მანქანა - როისი (Royce) 1904 წელს თავის ქარხანაში, რომელიც მანჩესტერში იყო. იგი შეხვდა Charles Stewart Rolls-ს იმავე წლის 4 მაისს მანჩესტერის ერთერთ სასტუმროში. მათ მიაღწიეს შეთანხმებას რომ როისი აწარმოებდა მანქანებს, რომლებიც ექსკლუზიურად როლლსის მიერ გაიყიდებოდა. მათ კონტრაქტში ჩადეს ისიც, რომ მათ მანქანას "Rolls-Royce" ეწოდებოდა.
1998 წელს BMW და Volkswagen-ი ცდილობდნენ Rolls-Royce Motors-ის ყიდვას აუქციონზე. Volkswagen-მა აჯობა ბეემვეს და £430 მილიონი გადაიხადა, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა მან სინამდვილეში "Spirit of Ecstasy"-ზე ანუ როლსროისის რადიატორზე აიღო უფლებები. BMW-მ კი რეალურად ამ სახელისა და "RR" ლოგოს ლიცენზია £40 მილიონად 2003 წელს შეიძინა.

გაგრძლება იქნება თუ ამას კომენტარში მოითხოვს 5 ან მეტი ადამიანი :)

კატეგორია: Design | ნანახია: 1131 | დაამატა: okili
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Software [4005]
პროგრამები
Music [40]
მუსიკა, Mp3
Other [34]
სხვა
Games [254]
თამაშები
Movie (Clip) [36]
ფილმი, კლიპი, ანიმაცია.
Illusion [7]
ილუზიები
E-Books [64]
ელექტრონული წიგნები
Design [9]
დიზაინი
Language Learning [8]
ისწავლე უცხო ენები
Pictures [14]
სურათები
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ჯობია?
სულ 584 პასუხი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
წევრები: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2007  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები