okili | თარიღი: ხუთშაბათი, 2007-04-26, 1:24 PM | Message # 1 |
Admin
ჯგუფი: Administrator
პოსტები: 64
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
| რომელიმე საიტის დაბლოკვის ერთ-ერთი ხერხია hosts ფაილის შიგთავსის შეცვლა. პირველ რიგში გადავდივართ "C:\WINDOWS\system32\drivers\etc" დირექტორიაში და ორჯერ ვაწკაპუნებთ hosts ფაილზე. გამოსულ სიაში ვირჩევთ, რომ გაიხსნას Notepad-ით. გამოსულ ფანჯარაში ვნახულობთ "127.0.0.1 localhost" წარწერას კურსორს ვსვამთ localhost-ის ბოლოში და შემდეგ ხაზზე გადმოსასვლელად ვაჭერთ Enter-ს. ახალ ხაზზე ვკრებთ 127.0.0.1, ვაჭერთ Tab-ს და ვკრებთ საიტის სახელს (მაგ: ramesaiti.ge). ამის შემდეგ შევდივართ File მენიუში და ვინახავთ (Save). გილოცავთ, საიტი დაბლოკილია! დაბლოკვის მოსახსნელად შევდივართ იმავე ფაილში, ვშლით საიტის სტრიქონს და ვინახავთ ფაილს.
|
|
| |