თავსატეხი დაეხმარე ოჯახს გადავიდეს მეორე მხარეს. გაითვალისწინე რომ: ღამეა. არის მხოლოდ ერთი ლამპა. მაქსიმუმ ორი ადამიანი გადადის ხიდზე ერთდროულად, მათ თან უნდა ჰქონდეთ ლამპა. ყველა ადამიანი გადადის ხიდს სხვადასხვა სიჩქარით: 1წმ, 3წმ, 6წმ, 8წმ, 12წმ. ორი ადამიანი ხიდზე გადადის, ამ ორს შორის ნელის სიჩქარით. ლამპის საწვავი ყოფნის მხოლოდ 30 წამს!
თავსატეხი - ყალბი მონეტა გაქვთ 9 შესახედავად ერთნაირი მონეტა და ერთი ცალი პინებიანი სასწორი, რომელზეც შეგიძლიათ დაალაგოთ თანაბარი რაოდენობის მონეტები და გაიგოთ რომელი მხარეა მძიმე. ამ 9-დან ერთი მონეტა ყალბია და მისი წონა შედარებით ნაკლებია. რამდენი აწონვაა აუცილებელი ყალბი მონეტის გამოსავლენად? პასუხები დაწერეთ კომენტარებში. სწორ პასუხს მერე გეტყვით ;)